ჩვენი მისია

უკვე 100 წელზე მეტია, PILOT ყველა ადამიანს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კალმებს და ინოვაციურ გადაწყვეტებს, რათა მიიღოს მაქსიმუმი თქვენი ნაწერიდან და მიაღწიოს ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს.
დღეს, ეკრანები და სმარტფონები ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ხელით წერის დროს ჩვენი გონება მაინც უფრო საფუძვლიანად მუშაობს. Pilot-ის მისია დღეს კიდევ უფრო მეტად გულისხმობს „მოუწოდოს ყველა ადამიანს წერით შექმნას საკუთარი სამყარო, რათა ხელი შეუწყოს ხელით წერას“.

იმის მიუხედავად სად იქნები: სკოლაში, სამსახურში თუ სახლში:

შენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ერთი Pilot-ის კალამი, რომლითაც შექმნი საკუთარ სამყაროს.

ბრენდის ღირებულებები

ხარისხი

დღეს PILOT-ი მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელია, რომელსაც შეუძლია განახორციელოს საწერი საშუალებების შექმნისთვის საჭირო ყველა ეტაპი. PILOT გარანტიას იძლევა, რომ მისი პროდუქცია უნაკლო ხარისხით გამოირჩევა. იაპონური წარმოშობის შესაბამისად, თითოეულ ქარხანაში მოქმედებს მკაცრი წარმოების პროცესები და კონტროლი. ყველა პროდუქტი სისტემურად მოწმდება წარმოების ჯაჭვის ბოლოს.

ინოვაცია

ინოვაციების მაღალი დონისა და კომპანიის მტკიცე გადაწყვეტილების წყალობით, PILOT-მა ერთმანეთის მიყოლებით დანერგა ტექნოლოგიები, რომლებმაც სრულად შეცვალა წერის ბაზარი.

მდგრადობა

PILOT-ი მუდმივად მუშაობს ინოვაციების მიმართულებით, რათა ჩვენი კალმები კიდევ უფრო ეკომეგობრული გახდეს. ჩვენი ინიციატივა ორიენტირებულია იმაზე, რომ ვწეროთ უკეთ ნაკლები რესურსის გამოყენებით, რაც მიზნად ისახავს ჩვენი წარმოების ეკოლოგიური გავლენის შემცირებას და, ამავდროულად, ხარისხისა და ინოვაციური სტანდარტების დაცვას.

კომპანია Pilot

ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, ბრენდი პოზიციონირებას ახდენს, როგორც მოწინავე კომპანია გლობალური საწერი საშუალებების ტექნოლოგიების მიმართულებით.

დღეს PILOT-ის კალმები ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში: კომპანია პირველია და ლიდერობს შესაბამის ბაზარზე, იკავებს N°1 ადგილს მელნიანი ბურთულიანი კალმების კატეგორიაში, ასევე არის თერმოსენსიტიური სეგმენტის შემქმნელი და N°1 სუბიექტი.

იაპონური

კომპანია

2600

2023 წელს 2600 თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით

100

წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში

113

მილიარდი იენის ბრუნვა 2022 წელს (= 777 მილიონი ევრო)

ისტორია, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის

PILOT-ის პირველი კალამი 1918 წელს იაპონიაში შეიქმნა. ის შექმნა სავაჭრო საზღვაო ფლოტის ორმა საზღვაო ინჟინერმა, რიოსუკე ნამიკიმ და მასაო ვადამ.

ზღვის მიმართ ორივე მათგანის დიდი სიყვარულის ნიშნად, პარტნიორებმა ბრენდს PILOT-ი იმ საფლაგმანო გემის სახელი უწოდეს, რომელიც მიუძღვოდა ფლოტს.

ჩვენი გამოწვევები

წერე უკეთ ნაკლები რესურსის გამოყენებით

გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც დიდი ხანია განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს და ფიქრებს. მუდმივი გაუმჯობესების ამ მიდგომის შედეგად ჩვენ შევძელით EMAS-ის მკაცრი სერტიფიცირების პროცესის გავლა, ასევე  ISO 14001 სტანდარტის დანერგვა. ჩვენ ვამაყობთ ამ პრინციპებით და კიდევ უფრო მეტს ვმუშაობთ სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს (4R’s):

გადამუშავება (Recycle)

გადამუშავებული პლასტმასის გამოყენებისთვის მაქსიმალური პრიორიტეტის მინიჭება.

შემცირება (Reduce)

ნაკლები პლასტმასა შეფუთვაში.

კალმის გულის გამოცვლა (Refill)

შეცვალე გული და არა კალამი.

აღდგენა (Reclaim)

დაბინძურების შემცირება ოკეანეში არსებული პლასტმასის ნარჩენების შეგროვების გზით.