ისტორია 100 წელზე მეტი ხნის წინ იწყება…

ორი იაპონელი საზღვაო ინჟინერი, რიოსუკე ნამიკი და მასაო ვადა, ზღვაზე იმყოფებოდა და მუშაობდა სავაჭრო გემზე. იმ დროს ავტოკალამი იყო ერთადერთი თანამედროვე საწერი საშუალება და აუცილებელი იყო მრავალი ადამიანის მუშაობისთვის.

ეს პრობლემას წარმოადგენდა ზღვაზე მუშაობისას, რადგან მარილიანი წყლის გამო კალმის წვერი ხშირად ჟანგდებოდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ნამიკიმ და ვადამ თავად შექმნეს ავტოკალამი უჟანგავი ფოლადის წვერით.

 

1918 წელს იაპონიაში გამოუშვეს PILOT-ის პირველი კალმები. ზღვის მიმართ სიყვარულის ნიშნად მათ ბრენდს ფლოტის საფლაგმანო გემის სახელის მიხედვით PILOT-ი დაარქვეს.

დღეს PILOT-ის კალმები ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში: კომპანია მოწინავეა, ლიდერობს ბაზარზე და იკავებს პირველ ადგილს ბურთულიანი მელნის კალმებისა და თერმოსენსიტიური წასაშლელი კალმების კატეგორიაში.

 

 

ჩვენი კონცეფცია

ჩვენი კონცეფცია

1918 წელს, კომპანიის დაარსებისას მასაო ვადამ და რიოსუკე ნამიკიმ გადაწყვიტეს დაემკვიდრებინათ კომპანიის ხუთი სახელმძღვანელო პრინციპი. ეს არის ის მტკიცე ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ, პოზიციის მიუხედავად, კვლავ ვიყენებთ ყოველდღიურად და რომლებმაც საშუალება მისცა ბრენდს გამხდარიყო ისეთი, როგორიც დღეს არის:

1. Sansha Teiritsu

სამი დაბალანსებული ძალა

 三  者  鼎  立

ჩინური სამფეხა ბრინჯაოს ქვაბი გამოხატავს ბალანსს ბიზნესში. თითოეული ფეხი წარმოადგენს სამი მხარიდან ერთ-ერთს:

  • მეწარმე,
  • საცალო მოვაჭრე
  • მომხმარებელი

2. Ukiwa Seishin 

საერთო სიხარული და წუხილი.

სოლიდარობის პრინციპის სიმბოლოა მაშველი რგოლი.
ეს პრინციპი გამოიყენება როგორც შიდა, ასევე კომერციულ ურთიერთობებში.

3. Nankan Toppa

სირთულეების გადალახვა.

難  関  突  破

ასეთია მეზღვაურების შეუპოვარი დამოკიდებულება, როდესაც ზღვაზე სირთულეების გადალახვა უწევთ.

4. Ichinichi Ishiin

წინსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიურად.

საზღვაო ჟარგონის მიხედვით, პილოტი არის ლიდერი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს და უზრუნველყოს ხომალდის მუდმივი წინსვლა.

მუდმივი გაუმჯობესების სულისკვეთებით, მასაო ვადამ კომპანიის პირველ პროდუქტს პილოტი უწოდა.

5. Sishei Shinken

გულწრფელად თავდადებული მიდგომა.

შეუძლებელი არაფერია, თუ საკუთარ თავს შესაბამის რესურსებს მივცემთ და თუ გვექნება თავდადებული და სერიოზული მიდგომა.

ეს არის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, წარმოებისა და მარკეტინგის პროცესში.

 

 

შეიტყვეთ მეტი Pilot-ის შესახებ