Pilot

Pilot არ ნიშნავს მხოლოდ წერას…

PILOT-თან ერთად,
ნებისმიერ ადამიანს აქვს ძალა იმისათვის, რომ წერით შექმნას საკუთარი სამყარო

ვინც არ უნდა იყო, სტუდენტი, მხატვარი, დასაქმებული ადამიანი, დედა, მეგობარი… ჩვენ გვაინტერესებს შენი იდეების ფერი, გატაცებები და ვინ ხარ შენ.
იმიტომ, რომ ვიცით, რომ წერით, ხატვით, ხაზის გასმით, სწრაფად ჩაწერით… შენ ქმნი შენს სამყაროს წერით.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რასაც აკეთებ ჩვენი კალმებით…
შექმენი შენი სამყარო წერით.
PILOT.
ჩვენი მისია

ჩვენი მისია

PILOT-ი მხარს უჭერს წერას და აძლევს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ გამოხატონ საკუთარი უნიკალურობა.

“ვამაყობთ იმით, რასაც ჩვენი კალმებით ვაკეთებთ”.

Pilot-ი ყველა ადამიანს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კალმებს და ინოვაციურ მდგრად გადაწყვეტილებებს, რათა მაქსიმალური შედეგები მიიღონ ხელით წერით და მიაღწიონ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენი პირობა

ჩვენი პირობა

შექმენი შენი სამყარო წერით

ჩვენი ხელწერა არის გაძლიერებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო.

„შექმენი შენი სამყარო წერით“ მოუწოდებს ადამიანებს ჩადონ საკუთარი პიროვნების უფრო დიდი ნაწილი იმ ყველაფერში, რასაც აკეთებენ წერის, შექმნის, ძიების, წაშლისა და შეცვლის პროცესში ისე, რომ ამისათვის არ იყოს აუცილებელი იყვნენ ექსპერტები ან მხატვრები.

წერა

არის ხელით წერა, რაც ნიშნავს წერას, ხატვას, ესკიზების კეთებას, წაშლას…ასევე რაიმე ახლის ფორმირებისა და დაწყების აბსტრაქტულ მნიშვნელობას.

 

“შენი სამყარო”

არის უსასრულო სათამაშო მოედანი, რომელზეც შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ, ჩვენი შინაგანი სამყაროსა (სხეული, გატაცება, იდეები, გრძნობები…) და გარესამყაროს (გარემო, ურთიერთობები, საზოგადოება, ღირებულებები…) ერთობლიობა, ასევე მატერიალური და არამატერიალური აქტივების ერთობლიობა.

PILOT-თან ერთად,
არსებობს საკუთარი სამყაროს შექმნის მრავალი გზა

საკუთარ თავთან კავშირის დამყარება.
ხელით წერა ააქტიურებს გონებას და გვეხმარება ჩვენი იდეების დამახსოვრებასა და ჩამოყალიბებაში. ხელით წერა ასევე ამარტივებს გრძნობების გამოხატვას. PILOT-ის კალმით წერა ასევე გვაკავშირებს ჩვენს შინაგან მესთან..
სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარება.
ელექტრონული ფოსტის გაგზავნა იმ ადამიანისთვის, რომელზეც ზრუნავთ, ნამდვილად არ არის იგივე, რაც დროის დახარჯვა წერილის ხელით დასაწერად. ამიტომ, PILOT-ის კალმით ნაწერი არის იმ მზრუნველობისა და უნიკალურობის გამოხატვის გზა, რომელსაც ავლენენ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობებში.
საკუთარი გზით შექმნა.
იმის მიუხედავად თუ რა გსურთ, თქვენი ინდივიდუალიზმის გამოხატვა, გაფერადება, ხატვა თუ წერა… PILOT-ის კალმები დაგეხმარებათ შექმნათ საინტერესო და საოცარი სამყარო, სადაც ფანტაზიას არ აქვს საზღვრები.
ახალი იდეების ხელშეწყობა.
კალმით წერა ხელს უწყობს ჯგუფურ განცდას, წაახალისებს თანამშრომლობას, სპონტანურობას და სიმშვიდეს. ისინი ადამიანის გონებას შემოქმედებითობისა და მოულოდნელობებისთვის ღიაობის შესაძლებლობას აძლევს.
თვითგაუმჯობესება.
PILOT-თან ერთად, მოსწავლეებსა და სტუდენტებს აქვთ საუკეთესო საშუალებები კითხვის, ენობრივი უნარებისა და სწავლის მიმართ თავდაჯერების ასამაღლებლად.
პლანეტაზე ზრუნვა.
როგორც გამოხატვის სულ უფრო მდგრადი საშუალება, PILOT-ის კალმები ასევე საუკეთესო საშუალებაა გამოვუცხადოთ სიყვარული ბუნებასა და პლანეტას.

იმის მიუხედავად სად იქნები: სკოლაში, სამსახურში თუ სახლში:

შენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ერთი Pilot-ის კალამი, რომლითაც შექმნი საკუთარ სამყაროს.

#Write Your World

შეიტყვეთ მეტი Pilot-ის შესახებ