კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკა ძალაშია 15/01/2024-ის მდგომარეობით


PILOT CORPORATION OF EUROPE სერიოზულად ეკიდება პასუხისმგებლობას დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები და შეასრულოს ევროკავშირის რეგულაციები, კერძოდ, 2016 წლის 27 აპრილის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (EU) 2016/679, (შემდგომში „GDPR“) და მოქმედი დამატებითი ეროვნული დებულებები.

შესაბამისად, ჩვენ გაგაცნობთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ ჩვენ მასშტაბურად არ ვამუშავებთ მონაცემებს. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა საწერი საშუალებების წარმოება და გაყიდვა, ჩვენი ბრენდის მართვა და პოპულარიზაცია.

ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პირად მონაცემებს მესამე მხარეებს, გარდა შემდეგი პირებისა:

  • Pilot-ის ევროპაში დაფუძნებული დისტრიბუტორები, დასაბუთებული მიზნით (მაგ. PCE-ს მიერ ორგანიზებული სარეკლამო თამაშის განხორციელება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში),
  • ჩვენი ქვეკონტრაქტორები კონკრეტულ პირობებში, საჭიროების შემთხვევაში,
  • სხვა მესამე მხარეები, თუ ჩვენ ეს სამართლებრივად გვევალება.

არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეკონტრაქტორები არ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებთან ამაზე ვაჭრობის განზრახვით, არ გამოვიყენებთ მათ მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი თანხმობის გარეშე, არ ვადგენთ დეტალურ პროფილს თქვენ შესახებ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებით.

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის და ერთ-ერთი ქვემოთ წარმოდგენილი სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად (GDPR-ის მე-6 მუხლი):

  • დამუშავება აუცილებელია თქვენთან ხელშეკრულების შესასრულებლად ან იმისათვის, რომ გადადგას ნაბიჯები თქვენი მოთხოვნით თქვენთან ხელშეკრულების დადებამდე;
  • დამუშავება აუცილებელია ჩვენი კანონიერი ინტერესების მიზნებისთვის (როგორიცაა, არა მხოლოდ, ჩვენი ინტერესი, ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვას, ვმართოთ თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობა ან გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და ჩვენი ვებგვერდები) და ასეთი ინტერესები არ ეწინააღმდეგება თქვენს ინტერესებს, ფუნდამენტურ უფლებებს ან თავისუფლებას;
  • დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობით, თუ ასეთი თანხმობა აუცილებელია იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები შესაბამისობის მიზნებისთვის;

GDPR-ის შესაბამისად, ჩვენ გაცნობებთ, როდესაც ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს, შეგროვებისა და დამუშავების მიზნების, დამუშავების იურიდიულ საფუძვლის, თქვენი მონაცემების მიმღებების, დამუშავების ხანგრძლივობისა და თქვენი უფლებების შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ მონაცემებთან მიმართებით.

როდესაც ვაჭრობთ ან აფორმებთ ხელშეკრულებას PILOT CORPORATION OF EUROPE-თან, პერსონალური მონაცემების მონაცემთა მაკონტროლებელი:

  • პროფესიული თუ ინდივიდუალური, მიმდინარე თუ პერსპექტიული მომხმარებლების,
  • მომწოდებლების,
  • სამუშაოს მაძიებლების,
  • ვებგვერდის სტუმრების

არის PILOT CORPORATION OF EUROPE.

ჩვენი რეგისტრირებული მისამართია PAE de la Caille 74350 Allonzier-la-Caille – France

თუ გაქვთ კითხვა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ელ. ფოსტა privacy[at]piloteurope.com.

რა წესების გამოყენებით უნდა მოგმართოთ?

რა წესები მოქმედებს თითოეულ სიტუაციაში?

რა წესები ვრცელდება თქვენზე?

თუ თქვენ ხართ B2B მომხმარებელი ან მომწოდებელი

როგორც ბიზნესპარტნიორებმა, ჩვენ უნდა შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები ჩვენი მომწოდებლების ან მომხმარებლების წარმომადგენლების შესახებ.

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს, როდესაც თქვენ დაგვიკავშირდებით ან როდესაც ვიწყებთ სახელშეკრულებო ურთიერთობას.

ამ მონაცემების შეგროვება და დამუშავება აუცილებელია თქვენთან დასაკავშირებლად (მაგ. ფასების მოსაწოდებლად) ხელშეკრულების შესასრულებლად და ჩვენი კომერციული პარტნიორობის კონტროლისთვის, მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად, ასევე თაღლითობის პრევენციის მიზნით და ჩვენი ვალდებულებების დასაცავად მოქმედი კანონებისა და მარეგულირებელი წესების შესაბამისად, ასევე კანონიერი უფლების დაცვისა და შეფასების მიზნით.

ჩვენ შეიძლება შევინახოთ შემდეგი პერსონალური ინფორმაცია:

  • სახელი, პოზიციის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად პროფესიული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი,
  • ზოგიერთი აუცილებელი ეკონომიკური ინფორმაცია თქვენი მდგომარეობის შესახებ (მაგ. ინფორმაცია ანგარიშფაქტურის გადახდის ისტორიის შესახებ), თუ თქვენ ხართ ინდივიდუალური მეწარმე.

PILOT CORPORATION OF EUROPE-ს, რათა აწარმოოს ურთიერთობა თქვენს ბიზნესთან (მაგ. გაყიდვები, მიწოდების ჯაჭვი, ბუღალტერია.) საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლებელია “Pilot-ის სხვა პარტნიორებისთვის“ (Pilot-ის სუბიექტები ან ექსკლუზიური ადგილობრივი დისტრიბუტორები ევროპაში). მაგალითად, თუ ჩვენს ორ კომპანიას შორის გაფორმდა ევროპული ჩარჩო-ხელშეკრულება, შეიძლება დაგვჭირდეს სასარგებლო პერსონალური მონაცემების გაგზავნა Pilot-ის სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ხელშეკრულებას ქვეყნებში. Pilot-ის პარტნიორებმა უნდა შეასრულონ მოქმედი კანონები და რეგულაციები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით და მათზე ვრცელდება PILOT CORPORATION OF EUROPE-თან მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

ჩვენ არ გავუმჟღავნებთ ინფორმაციას არცერთ კომპანიას Pilot-ის პარტნიორების ქსელის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას კანონი მოითხოვს.

ჩვენი საქმიანი ურთიერთობის დროს მოპოვებული პერსონალური მონაცემები შენახული იქნება იმ ვადით, რაც აუცილებელია წინამდებარე პოლიტიკაში ან მონაცემების შეგროვების დროს აღწერილი მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნების მისაღწევად, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შენახვის უფრო მოკლე ან გრძელი პერიოდები არ არის განსაზღვრული. კერძოდ, ჩვენ შევინახავთ სავალდებულო სააღრიცხვო დოკუმენტაციას, მაგ ანგარიშფაქტურებს, 10 წლის განმავლობაში, მიმდინარე ფინანსური წლის დასრულების შემდეგ.

თუ თქვენ ხართ სავარაუდო მომხმარებელი ან მიმწოდებელი და მოგვმართავთ კონკრეტული კითხვით ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით ან ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი საკონტაქტო ფორმის საშუალებით, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია და საკონტაქტო დეტალები თქვენი მოთხოვნის შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად ან ჩვენი გაყიდვების ერთ-ერთ მენეჯერთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით.

⇑ უკან

თუ თქვენ ხართ მომხმარებელი…

… და გვიკავშირდებით საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართით ან საკონტაქტო ფორმით

შეიძლება გქონდეთ შეკითხვა და ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას დაგვიკავშირდეთ ჩვენი ელ. ფოსტის მისამართის ან ჩვენს ვებსაიტზე არსებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით.

თუ დაგვიკავშირდებით, ჩვენ დავამუშავებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • თქვენი წოდება, სახელი,
  • თქვენი ელ – ფოსტის მისამართი,
  • თქვენი საფოსტო მისამართი,
  • თქვენი ტელეფონის ნომერი, წარმოდგენის შემთხვევაში

ეს პერსონალური მონაცემები გამჟღავნებული იქნება PILOT CORPORATION OF EUROPE-ის მომხმარებელთა მომსახურებისთვის, მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაგიკავშირდეთ და გიპასუხოთ. საჭიროების შემთხვევაში, მათი გამჟღავნება შესაძლებელია Pilot-ის სხვა სუბიექტებისთვის.

მაგალითად, თუ პირდაპირ დაუკავშირდებით Pilot Corporation of Europe-ს, ჩვენ შესაძლოა თქვენი მოთხოვნა და საკონტაქტო ინფორმაცია გავუგზავნოთ Pilot-ის შესაბამის ადგილობრივ პარტნიორს, თუ ეს მიზანშეწონილია: მაგალითად, Pilot-ის ადგილობრივ კომპანიას ან ექსკლუზიურ დისტრიბუტორს ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ.

ინფორმაცია თქვენ შესახებ შეინახება მხოლოდ თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილობრივი ან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შენახვის უფრო მოკლე ან გრძელი პერიოდები არ მოქმედებს. ეს მონაცემები არ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის.

… და მონაწილეობთ ჩვენს ერთ-ერთ თამაშში

შესაძლოა გსურდეთ ერთ-ერთ ჩვენს საკონკურსო თამაშში მონაწილეობა.

როდესაც მონაწილეობას მიიღებთ, ჩვენ შესაძლოა გთხოვოთ შემდეგი პერსონალური მონაცემების წარმოდგენა:

  • თქვენი წოდება და სახელი,
  • თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი,
  • თქვენი სახლის მისამართი.

ამ პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ხდება თამაშში მონაწილე Pilot-ის ქვეყნების დისტრიბუტორებისთვის ევროპაში და ნებისმიერი ქვეკონტრაქტორისთვის, რომელიც პასუხისმგებელია თამაშის განხორციელებაზე, გამოიყენება მხოლოდ თამაშის განხორციელების, ჯილდოების მართვისა და გაგზავნის, აგრეთვე, მოქმედ კანონებთან და მარეგულირებელ წესებთან ჩვენი ვალდებულებების შესაბამისობისა და კანონიერი უფლების დაცვისა და შეფასების მიზნით.

მაგალითად, ჩვენს ქვეკონტრაქტორებს (სპეციალიზებული მომსახურე კომპანიები) შესაძლოა პასუხისმგებლობა ეკისრებოდეთ მონაწილეობის დამუშავებაზე, გათამაშებაზე, გამარჯვებულებისთვის პრიზების გაგზავნაზე… ჩვენ თქვენს პირად მონაცემებს მხოლოდ ჩვენს ქვეკონტრაქტორებს ვუზიარებთ, რომლებსაც სახელშეკრულებო ვალდებულებები ეკისრებათ ჩვენ წინაშე, რათა მათ განახორციელონ თამაში. ჩვენ არ ვყიდით და ჩვენი ქვეკონტრაქტორებისგანაც მოვითხოვთ, რომ მათ არ გაყიდონ თქვენი პერსონალური მონაცემები და არ გამოიყენონ ეს მონაცემები სხვა მიზნით თქვენი თანხმობის გარეშე.

თქვენი ელ. ფოსტის მისამართის მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება მხოლოდ თქვენი თანხმობით შეგვიძლია (დამატებითი განმარტებისთვის იხილეთ ნაწილი „თუ გამოიწერთ ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენს“).

თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეინახება ექსკლუზიურად იმ დროისთვის, როდესაც აუცილებელი იქნება წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილი მონაცემების დამუშავება კონკრეტული მიზნების მისაღწევად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილობრივი ან სხვა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შენახვის უფრო მოკლე ან გრძელი პერიოდები არ მოქმედებს.

⇑ უკან

თუ ხართ ჩვენი ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების სტუმარი

როდესაც ესტუმრებით ჩვენს ვებგვერდ(ებ)ს ჩვენ არ შევაგროვებთ თქვენს პირად მონაცემებს თქვენი თანხმობის გარეშე.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს

როდესაც პირველად ეწვევით ჩვენს საიტს, გაცნობებთ, რომ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, საინფორმაციო ბანერის მეშვეობით.

თქვენ შეგიძლიათ თანხმობა განაცხადოთ ქუქი-ფაილებზე, გააგრძელოთ თანხმობის გარეშე (ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკურად აუცილებელი ქუქი-ფაილები იქნება აქტიური) ან თქვენი დააყენოთ პრეფერენციები ნებისმიერ დროს გვერდის ბოლოში ქუქი-ფაილების პარამეტრებზე დაწკაპუნებით.

ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება ვებ ბრაუზერში ან ინახება თქვენს კომპიუტერულ სისტემაში ვებ ბრაუზერის მიერ. ქუქიები ძირითადად გვეხმარება ჩვენს ვებსაიტზე კარგი მომსახურების მიწოდებაში.

თუ ქუქი-ფაილები დაბლოკილია (განსაკუთრებით ტექნიკური ქუქი-ფაილები), შესაძლოა ვერ მოხერხდეს ჩვენი ვებგვერდების უპრობლემოდ გამოყენება, ან ჩვენი ვებგვერდი საერთოდ არ ფუნქციონირებდეს.

ჩვენი ვებგვერდის ქუქი-ფაილები გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებით:

  • ძირითადი საიტის ფუნქციონირების ჩართვა, კერძოდ, ჩვენი საიტის პრეზენტაციის ადაპტირება თქვენი მოწყობილობის ეკრანის პრეფერენციებთან (მოქნილი დიზაინი თქვენი მოწყობილობის, გამოყენებული ენის, ეკრანის გარჩევადობის, გამოყენებული ოპერაციული სისტემის მიხედვით და სხვ.). ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება მხოლოდ იმისათვის, რომ საიტი კარგად გამოგიჩნდეთ და ისინი აუცილებელია;
  • სტატისტიკის მიღება ჩვენი საიტის გამოყენებისა და ვიზიტების მოცულობის შესახებ, ჩვენი სერვისების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.
    ჩვენ ვიყენებთ Google Analytics ან ნებისმიერ მსგავს ანალიტიკურ ინსტრუმენტს. შეგროვებული ინფორმაცია აგრეგირებულია და არ იძლევა ინდივიდუალური იდენტიფიცირების საშუალებას. Google Analytics-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად: http://www.google.com/analytics/learn/privacy.html
    Google Analytics-ის მიერ თვალყურის დევნებაზე უარის თქმის მიზნით ყველა ვებგვერდზე, ეწვიეთ http://tools.google.com/dlpage/gaoptout
  • გვეხმარება იმ ინფორმაციის დამახსოვრებაში, რომელიც თქვენ მიაწოდეთ ჩვენს საიტს, რათა ხელი შეუწყოს თქვენს ანგარიშზე ან თამაშზე წვდომას, რათა თავიდან აიცილოთ ერთ სესიაზე რამდენიმეჯერ იდენტიფიცირება, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

 

როგორ უნდა მართოთ თქვენი პრეფერენციები ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით?

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ქუქი-ფაილების შენახვა თქვენს მოწყობილობაში ან პირიქით, უარი თქვათ მათზე თქვენი ბრაუზერის კონფიგურაციის დახმარებით. რადგან თითოეული ბრაუზერის კონფიგურაცია განსხვავებულია, ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, როგორ შეცვალოთ თქვენი სურვილები ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტს http://youronlinechoices.com და მიჰყვეთ ამ საიტის მიერ შემოთავაზებულ ინსტრუქციებს, რათა დაგეხმაროთ თქვენს მოწყობილობაში შენახული ქუქიების კონტროლში, ავტორიზაციასა ან დაბლოკვაში;

მესამე მხარის აპლიკაციური პროგრამები

სავარაუდოდ, ჩვენს საიტზე გამოყენებული იქნება მესამე მხარის კომპიუტერული აპლიკაციური პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად Youtube. ისინი იყენებენ ქუქი-ფაილებს, თუ თქვენ იყენებთ მათ და ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მათ პროცესებს, რადგან ისინი მოქმედებენ თავად.

სოციალური ქსელები, როგორიცაა Facebook ან Twitter, ჩვეულებრივ, თქვენს იდენტიფიცირებას ახდენს საკუთარი ღილაკით, მაშინაც კი, თუ თქვენ არ დააწკაპუნებთ მასზე, როდესაც იყენებთ ჩვენს საიტს და ჩვენ მათ პროცესსაც ვერ ვაკონტროლებთ. თუმცა, ჩვენს ვებგვერდზე არ ვაჩვენებთ სოციალური ქსელის აქტიურ ღილაკებს და აღნიშნული მესამე მხარე ვერ შეძლებს თქვენს იდენტიფიცირებას, როდესაც თქვენ მხოლოდ ჩვენს ვებგვერდს იყენებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ქუქი-ფაილების შესახებ და ამ აპლიკაციების ან სოციალური ქსელების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, გირჩევთ, გაეცნოთ მათ პოლიტიკას და გამოყენების ზოგად პირობებს.

⇑ უკან

თუ ხართ სამუშაოს მაძიებელი

თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ჩვენს ვაკანსიაზე. ეს შეგიძლიათ ჩვენი ელ.ფოსტის მისამართის, საკონტაქტო ფორმის გამოყენებით ან ერთ-ერთი ჩვენი სერვისის პროვაიდერის, მაგალითად, დასაქმების სააგენტოს მეშვეობით.

სამუშაოს მაძიებლის შემთხვევაში ჩვენ შევინახავთ თქვენ მიერ ავტობიოგრაფიაში მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა, მაგალითად:

  • თქვენი სახელი და გვარი,
  • ფოტოსურათი,
  • საკონტაქტო ინფორმაცია,
  • კვალიფიკაცია,
  • სამუშაო ისტორია.

დაქირავების პროცესის დროს თქვენ მიერ მოწოდებული ყველა სახის ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანონიერი მიზნით, განსაკუთრებით თქვენი განაცხადის დასამუშავებლად, ან, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი ან მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად.

დაქირავების პროცესში ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც შენახული იქნება კომპანიაში, არაუფლებამოსილ თანამშრომლებს.

ჩვენ გამოვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ საკონტაქტო ინფორმაციას, რათა დაგიკავშირდეთ თქვენი განაცხადის მიმდინარეობისას.

ჩვენ გამოვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ სხვა ინფორმაციას, თქვენი შესაბამისობის შესაფასებლად იმ როლთან, რომელზეც შემოიტანეთ განაცხადი.

ჩვენ შევინახავთ თქვენს შესახებ ინფორმაციას:

  • თუ წარმატებას მიაღწევთ, ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით განაცხადის პროცესის ფარგლებში, როგორც თანამშრომლის ისტორიის ნაწილი თქვენი დასაქმების განმავლობაში, და დასაქმების დასრულებიდან დამატებით 5 წლის განმავლობაში.
  • თუ არ შეირჩევით გასაუბრებისთვის, ან წარუმატებელი აღმოჩნდებით გასაუბრების პროცესში, თქვენი ინფორმაცია არ შეინახება ჩვენთან. ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩვენ შევინახავთ თქვენს CV-ს თქვენი თანხმობის დღიდან 2 წლის განმავლობაში.

⇑ უკან

რა წესები მოქმედებს თითოეულ სიტუაციაში?

სად ვინახავთ თქვენს მონაცემებს?

PILOT CORPORATION OF EUROPE არ ინახავს თქვენს პირად მონაცემებს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) გარეთ.

თუ ჩვენ ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორს მოუწევს თქვენი პერსონალური მონაცემების EEA-ს გარეთ შენახვა, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ჩვენს ქვეკონტრაქტორს აღებული აქვს ვალდებულება, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების იგივე გარანტიები და დაცვის იგივე დონე, რაც გექნებოდათ EEA-ში (იხილეთ მომდევნო კითხვები).

⇑ უკან

ისინი დაცულია?

ჩვენი მიზანია ყოველთვის შევინახოთ თქვენი მონაცემები კონფიდენციალურად, უსაფრთხოდ და დაცულად.

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი IP მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის, ქვეკონტრაქტორების არჩევანს და ჩვენი შიდა პროცესების გაუმჯობესებას. ჩვენ ვიღებთ და მოვითხოვთ, რომ ჩვენმა ქვეკონტრაქტორებმაც მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები თქვენი მონაცემების დასაცავად, თქვენი მონაცემების დაკარგვის, განადგურების, მათზე არაავტორიზებული ან უკანონო წვდომისა და მათი ამგვარი გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ შიდა და გარე პერსონალს, რომელსაც აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე, ეკისრებოდეს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესაბამისი პასუხისმგებლობები.

ჩვენ მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონულად გადაცემული ან შენახული არცერთი ინფორმაცია არ არის 100% უსაფრთხო და რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ თქვენი მონაცემების დაკარგვა, განადგურება, მათზე არაუფლებამოსილი ან უკანონო წვდომა და მათი გამოყენება არასოდეს მოხდება…

⇑ უკან

როგორ ვმუშაობთ ქვეკონტრაქტორებთან?

შეიძლება მოგვიწიოს თქვენი პირადი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი ქვეკონტრაქტორებისთვის.

მაგალითად,

  • თუ თქვენ მონაწილეობთ თამაშში, ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ სააგენტოსთან თამაშის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
  • თუ თქვენ განათავსებთ შეკვეთას, ჩვენ უნდა მივაწოდოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენს გადამზიდავს;
  • თუ თქვენ გააკეთებთ განაცხადს ვაკანსიაზე დასაქმების სააგენტოს მეშვეობით, სააგენტო აგროვებს თქვენს ინფორმაციას;

ამ ქვეკონტრაქტორების სია, მისამართებით, ხელმისაწვდომია მოთხოვნისთანავე მისამართზე privacy[at]piloteurope.com. თქვენთან სამართლიანად მოპყრობის მიზნით, თქვენი ინფორმაციის გაზიარებამდე, ჩვენ ვაფორმებთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს ქვეკონტრაქტორებთან. ჩვენ ვთხოვთ მათ თქვენი მონაცემების დამუშავებას მხოლოდ ჩვენ მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის და დროით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს აღებული ჰქონდეთ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და ახორციელებდნენ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ქვეკონტრაქტორი არ ახორციელებდეს სამუშაოს მესამე პირებზე გადაცემას ჩვენი თანხმობის გარეშე.

თქვენი მონაცემები ასევე შეიძლება მიეწოდოს ხელისუფლებას, დაწესებულებებს, საჯარო ერთეულებს ან სხვა ლეგიტიმურ მიმღებებს, როგორც ეს ნებადართულია მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით და, მაგალითად, ჩვენი უფლებების დასაცავად.

⇑ უკან

რა უფლებები გაქვთ?

GDPR-ის შესაბამისად, გარკვეულ გარემოებებში, მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით განსაზღვრული წესით, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები იმ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც მოგვაწოდეთ:

  • ინფორმაციის დამუშავებისა და მისი პირობების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება.
  • წვდომის უფლება: შეგიძლიათ მიიღოთ დასტური, ვამუშავებთ თუ არა თქვენთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს, და, თუ ასეა, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი და თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების ასლი მანქანაკითხვად ფორმატში.
  • გასწორების უფლება: გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით თუ ისინი არ არის ზუსტი, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების შეცვლა, განახლება ან შესწორება. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, შეგიძლიათ შეცვალოთ ზოგიერთი პერსონალური მონაცემი თქვენი ანგარიშის მეშვეობით.
  • წაშლის უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ წაშლა კანონით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში.
  • დამუშავების შეზღუდვის უფლება: თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ პროცესი, მაგალითად, იმის გამო, რომ ინფორმაცია არ არის ზუსტი, გასწორებამდე.
  • მონაცემთა გადატანის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოგვაწოდეთ, სტრუქტურირებული, საყოველთაოდ გამოყენებული მანქანაკითხვადი ფორმატით და გადასცეთ ისინი მონაცემთა სხვა მაკონტროლებელს
  • გაპროტესტების უფლება: შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ შევაჩეროთ თქვენი მონაცემების დამუშავება, თუ არ წარმოვადგენთ დამაჯერებელ კანონიერ საფუძველს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ინტერესები, თავისუფლება და უფლებები. თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება უარი თქვათ პირდაპირ მარკეტინგზე.
  • უფლება არ დაექვემდებაროთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილის შედგენაზე, თუ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის სამართლებრივ შედეგებს იწვევს და ისევე მნიშვნელოვნად მოქმედებს თქვენზე.
  • თქვენი თანხმობის გაუქმების უფლება, თუ დამუშავება განხორციელდა ამ საფუძვლით.
  • თქვენი სიკვდილის შემდეგ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მესამე მხარისთვის მითითებების მიცემის უფლება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთი უფლებების განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს მოქმედი კანონებითა და მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და პირობებს,

⇑ უკან

სახელმძღვანელო ამ უფლებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე https://ec.europa.eu/info/law/law-topic/data-protection/reform/rights-citizens

თუ, ნებისმიერ დროს, მოისურვებთ თქვენი უფლებების გამოყენებას, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: privacy[at]piloteurope.com
ჩვენ გიპასუხებთ მაქსიმალურად სწრაფად, ყველა შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში.
შეიძლება გთხოვოთ თქვენი ვინაობის დადასტურება.

თქვენ ასევე გაქვთ უფლება გაასაჩივროთ მონაცემების დამუშავება ჩვენ მიერ სამეთვალყურეო ორგანოში.

საფრანგეთში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: